გვერდი განახლებულია 10/10/2017 01:47

 

 

როგორ ვიშოვოთ ბიტკოინები

 

მოკლედ, პირდაპირ საქმეზე გადავალ - რატომ გადავწყვიტე ამ ბლოგის შექმნა? იმიტომ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ჩამნაირი ადამიანი არსებობს.

ამ 4-5 თვის წინ ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ თავისუფალ დროს ვატარებ ინტერნეტში თითქმის უსარგებლოდ.

ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერთობოდი პრეფერანსის, ჭადრაკის ან ბილიარდის თამაშით mail.ru-ს უფასო მინითამაშების გვერდზე.

 მაგრამ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტით ფულის გამომუშავების რამოდენიმე მეთოდი არსებობს!

თანაც ისეთები, რომლებიც არ მოითხოვენ რაიმე ფულად შენატანს.

ეს არ არის კაზინო ან რამე საინვესტიციო თამაში! ეს არის გარანტირებული შემოსავალი!

ინტერნეტით თანხის გამომუშავება ელემენტარულ ცოდნას, მონდომებას, ნებისყოფას, მოტივაციას და დროს მოითხოვს.

რაც მთავარია, თქვენგან არავინ არაფერს მოითხოვს! თქვენ მხოლოდ უნდა შეხვიდეთ საიტზე, სწორად შეავსოთ ე.წ. კაპჩა და მიიღოთ ბიტკოინები!!!

ასეთი სერვისები ინტერნეტის თვალუწვდენელ სამყაროში უამრავია, თუმცა მათ შორის სანდოს და ნამდვილად გადამხდელის გამორჩევა რთული საქმეა.

ამ ბლოგში წარმოგიდგენთ პირადად ჩემს მიერ შემოწმებულ გვერდებს, გვერდებს რომლებიც რეალურად იხდიან.

 

 

ახლა კი - რა არის ბიტკოინი?

დღეისათვის ბიტკოინი ყველაზე ძლიერი ციფრული კრიპტოვალუტა!!!

ბიტკოინი შეგიძლია გადაცვალო რომელიმე ვალუტაზე, ჩაირიცხო ბარათზე, იყიდო რამე ინტერნეტმაღაზიებში ან უბრალოდ დააგროვო, იმიტომ რომ ბიტკოინის კურსი ყოვევდღიურად იზრდება. არსებობს ცნობები, რომ 2010 წელს, როდესაც ბიტკოინის შესახებ ჯერ კიდე ბევრმა არაფერი იცოდა, 10000 ბიტკოინად შეძენილი იქნა 2 პიცა.

ახლა კი 10000 ბიტკოინი დაახლოებით 60 000 000 დოლარია!!!

ბიტკოინი იყოფა სატოშებზე. მაგალითად,

1 satoshi = 0.00000001 BTC

აი ოფიციალური კურსიც

ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ევროპაში უკვე არსებობს ბიტკოინ-ბანკომატები, სადაც შეგიძლიათ დააკონვერტიროთ და გამოიტანოთ ფული!

საერთოდ, ბიტკოინის შესახებ უამრავი რესურსი არსებობს და თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოიძიოთ მასალა  მის შესახებ. ძირითადი ინფორმაცია დევს საიტებზე bitcoin.com და bitcoin.org

ასევე ნახეთ ვიდეო:

ახლა კი, თუ დაინტერესდით იმ მცირეოდენი ინფორმაციით, რაც მე მოგაწოდეთ, შეხედეთ, საიტის თავში შემთხვევით არ დავწერე თარიღი და დრო - დრო ხომ ფულია!

 დროა დავიწყოთ!

loading...

პირველი, უნდა გქონდეთ მუშა ელექტრონული ფოსტა (მეილი), შემდეგ უნდა შექმნათ ბიტკოინ-საფულე. მე გაკეთებული მაქვს BLOCKCHAIN-ზე. (არის კიდევ სხვა საიტები, მაგ.: xapo.com, exmo.com). მისი შექმნა ძალიან ადვილია. აუცილებლად მოიფიქრეთ რთული პაროლი 10 ან მეტი სიმბოლოებისგან, და გამოიყენეთ როგორც დიდი, ასევე პატარა ასოები და ციფრები. ყურადღებით იყავით - არავითარ შემხვევაში არ დაკარგოთ სარეგისტრაციო მონაცემები (მეილი, პაროლი, იდენტიფიკატორი). აუცილებლად ჩაიწერეთ და შეინახეთ სანდო ადგილზე. მე შენახული მაქვს კომპიუტერში და სარეზერვოდ აქაჩული მაქვს drive.google.com-ზეც. (შეგიზლიათ გამოიყემოთ Dropbox-ი ან სხვა რომელიმე სერვისი). დაკარგვის შემთხვევაში თქვენი მონაცემების აღდგენა არ მოხერხდება და დაგროვილი ბიტკოინები დაგეკარგებათ! წარმატებითი რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგეცემათ ბიტკოინ-საფულის ნომერი (მაგ.: 19Wsx8Sgr3a1gTfaEVkdUjFLwQg7S6Hyfp), რომელიც შემდგომში უნდა შეიყვანოთ სხვადასხვა საიტებზე ბიტკოინების ჩასარიცხად.

ასევე, ბიტკოინ-საფულე შეგიძლიათ შექმნათ eMoney-ზე. დაგროვილი თანხა აქვე შეგიძლიათ გადაცვალოთ ლარზე, ფული შეგიძლიათ გამოიტანოთ ბანკომატიდან ID ბარათით, რაც ძალიან მოსახერხებელია!

ეს სიახლეა და გირჩევთ ნახოთ ეს ვიდეო:

 

 

     
         
   

საიტები, რომლებიც იძლევიან ბიტკოინებს (სატოშებს) განსხვავდება რამოდენიმე ტიპებათ. არსებობს საიტები, რომლებიც თქვენს მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებს აჯამებენ და როდესაც მიაღწევთ გარკვეულ რაოდენობას, ავტომატურად ან თქვენი მოთხოვნის შემდეგ გირიცხავენ თქვენს მიერ მითითებულ ბიტკოინ-საფულეზე. ასევე არის საიტები რომლებიც რიცხავენ გამომუშავებულ ბიტკოინებს მიკრო-საფულეზე, რომლებიც შემდეგ რიცხავენ თქვენს ბიტკოინ-საფულეზე. ყველა საიტზე წერია ინფო, თუ როგორ, სად და როდის დაგირიცხავენ გამომუშავებულ თანხას. ზოგ მათგანს სჭირდება მარტივი რეგისტრაცია. ასეთებია, მაგალითად:

 

არ ინერვიულოთ, თუ რამე გაუგებრად მოგეჩვენათ - ეს ყველაფერი ძალიან ადვილია და უცებ გაერკვევით ყველაფერში. ქვემოთ მე შემოგთავაზებთ ყველა ამ ტიპის საიტებს და როტატორებს (თავის ახსნა-განმარტებებით) იმისათვის, რომ თქვენ არ მოგიწიოთ აქეთ-იქით ბოდიალი ინტერნეტში, ასე ვთქვათ ყველაფერი მზა-მზარეული და, რაც მთავარია, პირადად ჩემს მიერ შემოწმებული! გირჩევთ ეს გვერდი ჩაინიშნოთ თქვენს Speed Dial-ში ან Bookmark-ებში. მე შევეცდები მუდმივად განვაახლო ხოლმე გვერდი და შემოგთავაზოთ სიახლეები. ასევე თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ მაილზე claim1bitcoin@gmail.com მზად ვარ დაგეხმაროთ. არცერთი წერილი არ დარჩება უპასუხოდ.

ასევე შემოდით ჩვენთან ფეისბუქზე და დაგვილაიქეთ გვერდი

 

არ შეიძლება გვერდი აუარო მაინინგს (ანუ მოპოვებას). საქართველოში უკვე ააშენეს 2 მძლავრი ბიტკოინმომპოვებელი ქარხანა (ნახეთ ვიდეოები საიტის ბოლოს). სახლში, რა თქმა უნდა ქარხანას ვერ ჩადგავ, მაგრამ მოპოვება მაინც შესაძლებელია და ჩემი მონაცემებით ამას უკვე ბევრი ადამიანი აკეთებს. მთავარია გქონდეს მძლავრპროცესორიანი, ან ვიდეოკარტიანი (მაგ. რადეონის მეცხრე სერიის) კომპიუტერი. მარტივად რეგისტრირდებით საიტზე minergate.com აწკაპებთ Downloads, გადმოწერთ შემოთავაზებულ ვერსიას (64 ან 32 ბიტიანს, გააჩნია თქვენი კომპიუტერის სიხშირეს). შემდეგ ჩაინსტალირებულ პროგრამაში ვირჩევთ მაინინგს პროცესორით, ან ვიდეოკარტით (ან ორივეთი) და იწყებთ მოპოვებას. თუ აირჩევთ პროცესორს, მოსაპოვებლად შეგიძლიათ აირჩიოთ პროცესორის ბირთვების რაოდენობა.მაგალითად, თუ გაქვთ 8 ბირთვიანი პროცესორი, აირჩიეთ 6 ბირთვი, ხოლო დანარჩენი 2 კი საკმარისი იქნება თქვენი კომპიუტერის მუშაობისთვის. გირჩევთ მოიპოვოთ მონერო (XMR Monero). ბიტკოინის მოპოვებას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ სახლის პირობებში ვერ შეძლებთ მძლავრ ქარხნებთან კონკურირებას. შემდეგ, მოპოვებულ კრიპტოვალუტას ცვლით ბიტკოინებზე საიტზე www.poloniex.com  დაგროვილ თანხას ამოწმებთ განყოფილებაში Dashboard. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ძლიერი კომპიუტერი საიტი გაძლევთ შესაძლებლობას მოიპოვოთ კრიპტოვალუტა ინტერნეტის ქსელში. შედიხართ განყოფილებაში web mining, ირჩევთ ვალუტას და აწკაპებთ ღილაკს start. მოპოვება დაწყებულია!

ეს მეთოდი კარგია იმით, რომ სახლში უმეტესობას კომპიუტერი მაინც ჩართული აქვს და პარალელურად ცოტა ფულსაც თუ ვაშოვნინებთ ჩვენს კომპიუტერს, ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება!

 

მაშ ასე, დავიწყოთ სერფინგი!

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
 

 
  ახლა აქ მე ჩამოვთვლი რამოდენიმე სანდო საიტს, რომლებიც თქვენს მიერ გამომუშავებულ ბიტკოინებს აჯამებენ და როდესაც მიაღწევთ გარკვეულ რაოდენობას, ავტომატურად ან თქვენი მოთხოვნის შემდეგ გირიცხავენ თქვენს მიერ მითითებულ ბიტკოინ-საფულეზე (ან შუალედურ მიკროსაფულეზე, რომელზეც საუბარი უკვე მქონდა). ეს საიტები რეალურად იხდიან და მანდ მე თვითონ ეხლაც ვაგროვებ სატოშებს. როგორც უკვე გითხარით, თქვენგან არავინ არაფერს მოითხოვს!!!

თქვენ მხოლოდ უნდა შეხვიდეთ საიტზე, სწორად შეავსოთ ე.წ. კაპჩა და მიიღოთ ბიტკოინები!!!

 
 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

Купить ссылку здесь за руб.
Поставить к себе на сайт

Купить ссылку здесь за руб.
Поставить к себе на сайт
 
       
     
  წერმოგიდგენთ ოთხ თითქმის ერთნაირ საიტს. სჭირდება მარტივი რეგისტრაცია. ეს საიტები გადაგიხდით თუ მის მიერ შემოთავაზებულ საიტებს გახსნით რამოდენიმე წამით. დაიწყეთ სერფინგი, საიტებს გაგიხსნით ახალ ტაბში, ძველში მაღლა ჩაირთვება ტაიმერი, როდესაც დანულდება გათიშეთ და გახსენით ახალი და ა.შ. დეტალური ინსტრუქცია - საიტებზე. მაინბიტს ასევე აქვს კრანი, სადაც ავტომატურად გროვდება სატოშები. შედი და გადაირიცხე ბალანსზე ნებისმიერ დროს.  
   
   
   
ეს ორივე საიტი დღის განმავლობაში აგროვებს სატოშებს და ნებისმიერ დროს (უმჯობესია დღეში რამოდენიმეჯერ) შეგიძლიათ შეხვიდეთ და გადაიტანოთ ისინი ბალანსზე.

დეტალური ინსტრუქცია - საიტებზე.

   
საიტები, რომლებიც რიცხავენ 5 წუთში ერთხელ

 

ეს ოთხი საიტი იხდის ზემოთხსენებულ მიკროსაფულე faucethub-ზე. სჭირდება მეილზე დადასტურება Cash Out-ში.
   
 

 

   
   
   
   
   
   
   
   
   
ეს საიტი 15 წუთში ერთხელ იძლევა სატოშებს და, ისევე როგორც ზემოთ მოცემული საიტი moonbit.co.in, რიცხავს მიკროსაფულეზე coinpot.co (სჭირდება რეგისტრაცია)
   
   
   
   

 

ქვემოთ მოყვანილი საიტები იხდიან 1 საათში ერთხელ. ყველა სანდოა!

მინდა წარმოგიდგინოთ ერთერთი ყველაზე სერიოზული, დროში გამოცდილი და გადამხდელი საიტი freebitco.in

მარტივად დარეგისტრირდით და დაიწყეთ ბიტკოინების დაგროვება!

ასევე აქვს ლატარია. კაპჩის შევსების შემდეგ იძლევა უფასო ბილეთებს. თქვენ შეგიძლიათ დამატებით იყიდოთ კიდეც ისინი.

განყოფილებაში <withdraw> აირჩიეთ <auto> და დაგროვილი ბიტკოინები ავტომატურად ჩაგერიცხებათ საფულეზე (მინიმუმ 30000) ყოველ კვირა დღეს.

 

 
 
 
 
   
   
   
   
   
ყურადღება!

ზოგმა საიტმა შესაძლოა შეწყვიტოს გადახდა. თუ ასეთ შემთხვევას აღმოაჩენთ, მომწერეთ მეილზე claim1bitcoin@gmail.com რომ ამოვიღო სიიდან, რათა მომხმარებელმა დრო აღარ დაკარგოს გადამხდელუუნარო საიტზე მუშაობაში.

loading...

და კიდევ - არ შემიძლია გვერდი ავუარო ისეთ კრიპტოვალუტას, როგორიცაა ლაითქოინი. საერთოდ მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე ასეული ციფრული ვალუტა. აქედან მხოლოდ რამოდენიმეა პოპულარული. ლაითქოინი არის ბითქოინის ერთ ერთი პირველი ფორკი. ამ ეტაპზე იგი მეორე და მესამე ადგილს იყოფს ეთერიუმთან ერთად კაპიტალიზაციის დონის მიხედვით. დღემდე ლაითქოინის კაპიტალიზაცია $ 200 მილიონია. ბითქოინის კაპიტალიზაცია კი დღეს 14 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თვალყური ადევნეთ კურსს

ლაითქოინის საფულის მისამართი შეგიძლიათ აიღოთ ემანიზე. ქვემოთ ჩამოვთვლი რამოდენიმე პოპულარულ საიტს, სადაც შეგიძლიათ იმუშაოთ ლაითქოინის დასაგროვებლად.

   
   
   
   
   

 

 

 
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, პერსპექტიული და ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტოვალუტა - რიპლი (XRP)

 

რიპლი სან-ფრანცისკოში ბაზირებული კომპანიაა, რომლის მიერ შემუშავებულია ამავე სახელწოდების ციფრული ვალუტა.
ბაზარზე რიპლი XRP-ით აღინიშნება და ციფრულ ვალუტებს შორის ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანიას შემუშავებული აქვს სისტემა, რომლითაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები არიან დაინტერესებულნი. ამჟამად რიპლი მსხვილ ბანკებთან მოლაპარაკებებით არის დაკავებული, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ნერგავენ თავიანთ სისტემებში რიპლის ტექნოლოგიას. ამას კი XRP-ის ფასის ზრდა მოჰყვება. ეს ტექნოლოგია ტრანზაქციების უსაფრთხოებას, ფინანსური ოპერაციების მაღალ სიჩქარეს და მცირე საკომისიო მოსაკრებლებს უზრუნველყოფს (განსხვავებით ბითქოინისაგან, რომელსაც დიდი საკომისიო და ჩარიცხვისათვის საჭირო დრო სჭირდება). რიპლი კაპიტალიზაციის მიხედვით ამჟამად მესამე ადგილზეა ბითქოინის და ეთერეუმის შემდეგ. მიმოხილვაზე აღარ გავჩერდები - ინტერნეტში საკმარისი ინფორმაციაა და მისი მოძიება ყველას შეგიძლიათ. მე დიდი ხანი ვაპირებდი რიპლის დამატებას ჩემს ბლოგში, მაგრამ მინდოდა პირადად შემემოწმებინა ეს "ახალი" ხილი იმისათვის, რომ ვინმე შეცდომაში არ შემეყვანა. მაშ ასე, რიპლის საფულეს გვთავაზობს www.emoney.ge და მისი ინსტრუქციაც დევს მანდვე. ქვემოთ მოყვანილ საიტზე შეგიძლიათ მიიღოთ რიპლი 1 საათში ერთხელ. გამოტანის მინიმუმია 1 XRP. პროფილში შეიყვანეთ თქვენი რიპლის მისამართი და დანიშნულების თეგი (destination tag). საფულეზე გადმორიცხვის დროს ყურადღებით შეავსეთ ყველა ველი! მე საცდელად დავაგროვე და გადმოვირიცხე 1 XRP, რომელიც მომენტალურად ამესახა ჩემი ემანის ბალანსზე.

 
 
კიდევ ერთი XRP-ფაუსეტი, რომელზეც მე ვაგროვებ რიპპლს, მაგრამ ჯერ არ გედმომირიცხია და ფაქტიურად შეუმოწმებელი მაქვს. იმედია პატიოსანი საიტი იქნება. ყურადღება მიაქციეთ საფულის მითითების წესს, რომელიც წერია საიტზე - საფულესთან ერთად დეფისით იწერება დანიშნულების თეგიც! (xrpaddress-destinationtag მაგალითად, rCoinaUERUrXb1aA7dJu8qRcmvPNiKS3d-12345678)
 
 

 

გახსოვდეთ, რომ ყველა საიტი გვიხდის მასზე განთავსებული რეკლამის ხარჯზე. ამის გამო ზოგი მათგანი დამატებით ხსნის სარეკლამო საიტებს. გაგებით და მოთმინებით შეხვდით ამ ფაქტს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
  მინდა ასევე გითხრათ, რომ საიტები კიდევ დაემატება და დროთა განმავლობაში განახლდება.  
  გირჩევთ სცადოთ ყველა საიტი, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ იმუშაოთ მხოლოდ იმ საიტებზე, რომლებსაც უფრო მოერგებით.  
 
   
გისურვებთ წარმატებებს!
   
   
loading...
 
   
         
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

ახალი და მნიშვნელოვანი ამბები!

მინდა გავახარო ბიტკოინის მომხმარებლები - საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება მათი მოხმარება და აი სიახლეც!

eMoney გთავაზობთ ახალ სერვისს: იყიდეთ, გაყიდეთ, მიიღეთ ან გააგზავნეთ ბიტკოინები თქვენი ელექტრონული საფულის საშუალებით!

 
 
 


 
 

 

     
         
    Created by D.N.